წუხელ ღამით რუსეთის ქალაქ კურსკზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. დაშავდა 15 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. კურსკის მერმა იგორ კუცაკმა განაცხადა, რომ სახლის მაცხოვრებლები ქალაქგარეთ ბანაკში არიან მოთავსებული. три კურსკის, ვორონეჟის, ბრიანსკის, ორიოლისა და ბელგოროდის ოლქებს ღამით დრონებით შეუტიეს. საერთო ჯამში, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 35 მოიერიშე დრონი და ოთხი ტაქტიკური რაკეტა Tochka-U, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ასევე ნახეთ კურსკის შეტევა: როგორ გადავიდა ომი რუსეთის ტერიტორიაზე ვორონეჟში უპილოტო საფრენმა აპარატებმა დააზიანა რამდენიმე კერძო სახლი და ადმინისტრაციული შენობა. ქალაქის 100-მდე მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს საღამოს სატელევიზიო მიმართვაში პირველად აღიარა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ. მან ისაუბრა „ომის აგრესორის ტერიტორიაზე გადატანაზე“. ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილაპარაკა „აგრესორის ტერიტორიაზე ომის გადატანის“ შესახებ კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებები 6 აგვისტოს დაიწყო. მას შემდეგ უკრაინის ჯარებმა რამდენიმე მიმართულებით წაიწიეს წინ და, გავრცელებული ინფორმაციით, ყოველდღე იკავებენ ახალ ტერიტორიებს. ...