აშშ-ის ქალთა ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ფინალურ შეხვედრაში, მინიმალური ანგარიშით, 67:66-ით, სძლია საფრანგეთის ეროვნულ გუნდს. ოლიმპიური ოქროს მედალი გადაეცა ვეტერან კალათბურთელს, 33 წლის ცენტრს, ბრიტნი გრაინერს, რომელიც 2022 წელს დააკავეს რუსეთში ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით. რუსეთის სასამართლომ გრაინერს 9 წელი მიუსაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში, მაგრამ მოგვიანებით, იმავე წელს, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების შედეგად კალათბურთელი გაცვალეს ყოფილ იარაღის დილერში, რუს ვიქტორ ბუტში. ასევე ნახეთ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების შედეგად გაცვალეს გრაინერი და ბუტი ამერიკის ქალთა ნაკრებმა ზედიზედ მერვედ მოიგო ოლიმპიადა, ხოლო ბრიტნი გრაინერი მესამედ გახდა ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ამერიკის ეროვნული საკალათბურთო გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს, ხოლო 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადების ოქროს მედლების მფლობელიცაა. ქალთა საკალათბურთო ნაკრების გამარჯვების შემდეგ, აშშ-ის ნაკრებმა პარიზში გამართულ თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავა. მას აქვს 40 ოქროს, 44 ვერცხლის და 42 ბრინჯაოს მედალი. ამერიკელებმა გაუსწრეს ჩინეთის ნაკრებს, რომელმაც ასევე 40 ოქროს მედალი მოიპოვა, მაგრამ ნაკლები აქვს ვერცხლი და ბრინჯაო. ...