„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი აქტებისგან. არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. გუშინ, 11 აგვისტოს, სამტრედიაში კოალიციის რაიონული ოფისის გახსნის შემდეგ, კომენტარის მიცემის დროს, თავს დაესხნენ ნიკა მელიას. პარტია „ახლის“ გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ნიკა მელიასთან მიდის ახალგაზრდა კაცი, რომელიც მას სახის არეში არტყამს მუშტს და აგინებს. კაცის იდენტიფიცირება შესაძლებელია. ამ ძალადობის შემთხვევის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით. ...