ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კენჭი უყარა საკრებულოს თანამდებობის პირების გადაყენების საკითხს, თუმცა საკმარისი ხმების არქონის გამო, გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდნენ მხოლოდ “ქართული ოცნების” 18 და “ხალხის ძალის” ორი წევრი. სწორედ ამ 20 დეპუტატის ავტორობით შევიდა 10 აპრილს საკრებულოში წერილი საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და კომისიის თავმჯდომარეების იმპიჩმენტის მოთხოვნით. თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, მას შემდეგ საკითხის განხილვა ვერ ხერხდებოდა. დღევანდელ სხდომას ოპოზიციის ნაწილი ესწრებოდა. კერძოდ, პარტია „ახლის” 13 და პარტიის, „საქართველოსთვის“ სამი წარმომადგენელი. მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. სხდომაზე ამჯერადაც არ გამოცხადებულა "ენმ-ის" რვა დეპუტატი. ზუგდიდის საკრებულოში, სადაც უმრავლესობაში ოპოზიციური პარტიებია, თანამდებობები გადანაწილებული აქვთ ექსპრემიერ გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ სამ და გვარამია-მელიას პარტია „ახლის“ 14 წევრს. 45-წევრიან საკრებულოში მათი იმპიჩმენტისთვის 23 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი თანამდებობის პირების გადასაყენებლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს გაურიგდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა. კენჭისყრა ზუგდიდის საკრებულოში “ეს ყველაფერი იყო "ოცნების" მარცხი…საკითხი თანამდებობის პირების გადაყენების შესახებ ჩავარდა… “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” მთელი ამ სამი თვის განმავლობაში ერთად ცდილობდნენ ბოიკოტი გამოეცხადებინათ საკრებულოსთვის. ისინი ამ ფაქტით საბოტაჟს უცხადებდნენ ჩვენს მოქალაქეებსაც. "ენმ-ისა" და “ოცნების” შეთანხმების მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა რუსთავში, სადაც მათ ჩვენი გუნდის, “გახარია-საქართველოსთვის” წარმომადგენელი გადააყენეს თანამდებობიდან… ამის შემდეგ ჩვენთვის ცხადი გახდა ეს გარიგება, რომელიც დღეს ზუგდიდში ჩაიშალა”, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, პარტიის, „საქართველოსთვის” წევრმა გიგა ფარულავამ. ფრაქცია “ახლის” თავმჯდომარე მაია კალანდიას შეფასებით, მმართველი გუნდის და "ენმ-ის" გარიგების ჩაშლის მიზეზი ე.წ აგენტების კანონის მიღება გახდა. “არჩევნებიც იგივე შედეგით დასრულდება. ანუ “ქართულ ოცნებას” მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა… ვისი იმედით შემოიტანა "ოცნებამ" განცხადება ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული თანამდებობის პირების გადაყენებაზე? … მე ვფიქრობ, “რუსული კანონი”, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა და დაამტკიცა, არ მისცემს არცერთ ოპოზიციურ პარტიას იმის იმედს, რომ ითანამშრომლოს “ქართულ ოცნებასთან”, - განაცხადა მაია კალანდიამ. პარტიების, „საქართველოსთვის“ და "ახლის“ წევრებს გარიგებაზე ეჭვი მას შემდეგ გაუ...