ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა 12 აგვისტოს ერთმანეთი გააკრიტიკეს, რითაც კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ისრაელის ხელისუფლებაში არსებული ღრმა უთანხმოება მაშინ, როცა არსებობს ღაზის ომის უფრო ფართო კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე. მედიაში გავრცელდა გალანტის სიტყვები, რომლებითაც ის უგულებელყოფდა ნეთანიაჰუს განცხადებას, რომ ომის მიზანია სრული გამარჯვების მოპოვება ისლამისტურ მოძრაობა ჰამასზე, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული. გალანტმა ნეთანიაჰუს განცხადებას "სისულელე" უწოდა, რის შემდეგაც საპასუხო განცხადება ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა. "როცა გალანტი ისრაელის საწინააღმდეგო ნარატივს იყენებს, ის ზიანს აყენებს მძევლების შესახებ შეთანხმების მიღწევის შანსს", - წერია განცხადებაში. ასევე ნახეთ თეთრი სახლი „ღრმად შეშფოთებულია“ ისრაელის მიერ ღაზაში სკოლის დაბომბვით და 100-მდე ადამიანის სიკვდილით ...