ბულგარეთის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ბურგასში აღმოაჩინეს 436 კილოგრამამდე ჰეროინი - იუწყება რეგიონული პროკურატურა 12 აგვისტოს. ჰეროინი დაფასოებული იყო 434 პაკეტში, რომლებიც დამალული იყო ტრაილერის ოფიციალურად დეკლარირებულ ტვირთში. ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილი ჰეროინის საერთო ღირებულება 38 მილიონ დოლარამდეა. როგორც იუწყებიან, ივლისის ბოლოს ეს ტრაილერი ყირგიზეთიდან სახმელეთო გზით ჩავიდა საქართველოს საპორტო ქალაქ ბათუმში, იქიდან კი ბურგასში გაემგზავრა. ბულგარეთიდან ტრაილერი უნდა გადასულიყო საბერძნეთის ქალაქ ალექსანდრუპოლისში. ბულგარეთმა - რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპისკენ ნარკოტიკების გადაზიდვის გზაზე მდებარეობს - ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ საბრძოლველად. ...