დღეს, 13 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო-საავიაციო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ სუმიზე. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. მისი ინფორმაციით, დარტყმა იყო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ადმინისტრაცია ამ ობიექტებს არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ შედეგები ჯერ დაზუსტებული არ არის. უკრაინის სუმის ოლქი ესაზღვრება რუსეთის კურსკის ოლქს, რომლის ტერიტორიაზეც უკრაინელი სამხედროები 6 აგვისტოდან განაგრძობენ სახმელეთო ოპერაციას და სხვადასხვა წყაროს თანახმად, უკვე დაიკავეს რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტი. ასევე ნახეთ ISW: 12 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის ჯარები კურსკის ოლქის 40 დასახლებაში მოქმედებდნენ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას ვორონეჟის ოლქიდან შეუტიეს „ისკანდერის“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტით, ხოლო კურსკის და პრიმორსკო-ახტარსკის რაიონებიდან - 38 უპილოტო საფრენი აპარატით. გენერალ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნიკოლაევის, ვინიცის, სუმის, კიროვოგრადის, ხერსონის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქებში ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 30 დრონი. განახლება: სუმიზე დარტყმის შესახებ პირველი ინფორმაციის გავრცელებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენი და საავადმყოფოს შენობა. დაშავდა ერთი ადამიანი. ასევე ნახეთ „კურჩატოვიდან უკვე 10 კილომეტრში ვართ“ - ვანო ნადირაძე ...