პროექტის ინვესტორი „ამბასადორი“ ჯგუფია, რომელსაც სურს ბათუმში, რკინიგზის სადგურთან, შავი ზღვის აკვატორიაში, ხელოვნური კუნძული ააშენოს. ინვესტიციის საერთო ღირებულება 100 მილიონი დოლარია. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი 2 აგვისტოს შეაჩერა. გადაწყვეტილებას თან ერთოდა ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველი კომპანიის, „ტერმინალ 1-ის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგი და კომპანიის დირექტორის წერილი, რომლის მიხედვითაც, „ქაოტური მშენებლობით“ საფრთხე შეიძლება შეექმნას ტერმინალში შემავალ გემებს. ასევე ნახეთ გარემოს სააგენტომ „ბათუმი აილენდზე“ ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა „ამბასადორი ბათუმი აილენდისგან“ ინტენსიურად და ქაოტურად მიმდინარეობს ინერტული მასალების ჩაყრა შპს „ტერმინალ 1-ის" ნავმისადგომის და ხომალდების შემოსვლის მარშრუტის მიმართულებით, გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, ადამიანები, უახლოვდებიან გადატვირთვის ადგილს, სადაც ტელეფონის უბრალოდ შეტანაც კი ფეთქებადსაშიშია, რომ აღარ ვისაუბროთ ღია ტერიტორიიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე“, - ეწერა კომპანია „ტერმინალ 1-დან“ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის 22 ივლისს გაგზავნილ წერილში. „ტერმინალ 1-ის" წერილი წერილს თან ერთვის კომპანია „ანკორ ინჟინერინგის“ მომზადებული პირველადი შეფასება ბათუმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ დასკვნის მიხედვით, კუნძულის აშენების შემთხვევაში, უსაფრთხოების მიმართულებით რამდენიმე საკითხი იჩენს თავს: არხი, რომლის გავლითაც „ტერმინალ 1-ში“ გემები შედიან, 40 მეტრით იქნება დაშორებული ხელოვნური კუნძულიდან; გემისთვის საჭირო მოსაბრუნებელი სივრცე პატარავდება; გემი მით უფრო უსაფრთხოდ დგას, რაც უფრო სიღრმეშია ღუზა ჩაშვებული - ნაპირის გასამაგრებელი სამუშაოების შემდეგ შესაძლოა დინებამ, ტალღამ ან ქარმა ღუზა მოწყვიტოს; სამომავლოდ იგეგმება ტერმინალის გაღრმავება, რამაც შეიძლება დააზიანოს კუნძული; კუნძულის ნაპირების გასამაგრებლად აუცილებელია მისი ქანობები იყოს ციცაბო, ტერმინალში შესული გემის ღუზის მოწყვეტის შემთხვევაში კი მისი დაზიანების საფრთხე ჩნდება. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ „ტერმინალ 1-ის“ მიერ პრობლემად დასმული ეს საკითხები მის კომპეტენციას ცდებოდა და ამის გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართა მოსაზრების გამოსახატად. „სამინისტროს წერილში აღნიშნულია, რომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია არ შეუქმნის საფრთხეს შპს ,,ტერმინალ 1-ის“ ოპერირების ქვეშ მყოფი სანავსადგურო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, მათ შორის ტერმინალის აკვატორიაში გემების უსაფრთხო შესვლა/გასვლას“, - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს დირ...