უკრაინას უფლება აქვს, თავი დაიცვას და, შესაბამისად, სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს რუსეთის კურსკის ოლქში, განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე. „რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავისი უკანონო აგრესია დაიწყო თითქმის სამი წლის წინ. ისინი ყოველდღე ესხმიან თავს უკრაინის მოსახლეობას, ქალაქებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას და ამიტომ მიმაჩნია, რომ უკრაინას უფლება აქვს, დაიცვას თავი და ნათელია, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ოპერაცია გაატარონ კურსკში, თქვა ფინეთის პრემიერმა. ასევე ნახეთ გენერალი სირსკი: სუჯაში დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა და განადგურება ჰელსინკიში დღეს იმყოფება ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი, რომელიც თავის პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტს ფინეთში ატარებს. „ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს უკრაინას მის სხვადასხვა ოპერაციაში და მე პირადად ვუსურვებ მათ წარმატებებს“, - თქვა მიხალმა ორპოსთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ასევე ნახეთ ბაიდენი კურსკის ოპერაციაზე: ეს პუტინისთვის ნამდვილი დილემაა ...