გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება გაიმეორა 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე. „უპირველეს ყოვლისა, ყოველ წელს ჩვენ ძალიან გვაკვირვებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკური სურვილი, განიხილონ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის საკითხი, იმ ფაქტების, რომლებიც იხსნება და საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით, ეს სულ უფრო მოგვაგონებს მაზოხისტურ სავარჯიშოს. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. უბრალოდ, თქვენი ნებართვით, წავიკითხავ საქართველოს პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, ეს არის პირდაპირი ციტატა“, - განაცხადა პოლიანსკიმ და მოიყვანა ციტატის შემდეგი ნაწილი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადებიდან: „ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო... ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“ შემდეგ კი პოლიანსკიმ დაამატა: „შეეცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები მოგვიანებით, როდესაც ჩვენი დასავლელი კოლეგები გამოვლენ ამ ტრიბუნასთან და დაიწყებენ თქვენ მოტყუებას იმის შესახებ, რა მოხდა იმ მომენტში“. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის გასამართლება" დააანონსა, მას შემდეგ, რაც ჰააგასა და სტრასბურგში სასამართლო განხილვა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ასევე ნახეთ აგვისტოს ომის მე-16 წელი: "ოცნების" მიზანია გაასამართლოს საქართველოს ხელისუფლება და იპოვოს მისი დამკვეთები "ქართული ოცნების" 13 აგვისტოს განცხადებას გამოეხმაურა „გაზპრომმედიის“, დირექტორის მოადგილე, რუსულ ტელეარხ ТНТ-ს დირექტორი თინა კანდელაკი და დაწერა, რომ „საქართველოში სიმართლის ტრიუმფია, რისი საფასურიც ჩვენ სრულად ვზღეთ, როგორც იქნა დადგა.. მოვესწარით საქართველოს მთავარი მტრის დამსახურებულ დასჯას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სომხეთსა დ უკრაინაში სხვაგვარად იქნება, ასევე ცდება“. რადიო თავისუფლებასთან ჰაიდი ტალიავინის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემს...