რუსეთის კურსკის ოლქის ხელისუფლებამ ევაკუაცია მოსთხოვა გლუშკოვოს რაიონის მოსახლეობას. რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის ინფორმაციით, სავალდებულო ევაკუაციის გადაწყვეტილება ოპერატიულმა შტაბმა მიიღო. მანამდე ევაკუაციას ექვემდებარებოდნენ მხოლოდ ქალაქის ტიპის დასახლების, გლუშკოვოს მცხოვრებნი და არა ამ მუნიციპალურ რაიონში შემავალი სხვა დასახლებებიც. როგორც BBC წერს, კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად გლუშკოვოს რაიონი სამი მხრიდან მომწყვდეული აღმოჩნდა - დასავლეთით და სამხრეთით უკრაინის საზღვარია, აღმოსავლეთით კი უკრაინის არმიის ქვედანაყოფები არიან. უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთის ამ რაიონში 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. ასევე ნახეთ გენერალი სირსკი: სუჯაში დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა და განადგურება უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში, სახმელეთო ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა სხვადასხვა რაიონიდან ათეულობით ათასი ადამიანი გაეყვანა. უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში აკონტროლებენ 74 დასახლებულ პუნქტს. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ, 12 აგვისტოს განაცხადეს, რომ კურსკის ოლქში უკრაინელების კონტროლქვეშაა 28 დასახლებული პუნქტი. 14 აგვისტოს გენერალმა სირსკიმ პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა, რომ კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში „დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა და განადგურება”. იმავე დღეს უკრაინულმა ტელეკომპანია ТСН-მ აჩვენა რეპორტაჟი, რომლის თანახმად, უკრაინელებს სუჯაში შეაქვთ ჰუმანიტარული დახმარება და ადმინისტრაციული შენობიდან ხსნიან რუსეთის დროშას. ასევე ნახეთ უკრაინის არმია წინ მიიწევს და კურსკში "უსაფრთხოების ზონას" ქმნის კურსკის ოლქში არსებული სიტუაციის განსახილველად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 აგვისტოს, საღამოს, თათბირი გამართა მთავრობის წევრებთან და სახალხო დამცველთან. ამ შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინას თავდაცვის გარდა, აქვს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვის ვალდებულება და ამ მიზნებით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში შექმნეს „ბუფერული(სანიტარიული) ზონა", რომლის მეშვეობით სამოქალაქო მოსახლეობა უნდა მომარაგდეს სურსათით, მედიკამენტებითa და სხვა საჭირო საგნებით. ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის თანახმად, უსაფრთხოების ზონის ფარგლებში მყოფი რუსი სამოქალაქო პირები დაცული არიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით. ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების მხრიდან დაგეგმილია ზონის ფარგ...