Wall Street Journal-ი აქვეყნებს მასალას, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაპირველად დაამტკიცა „ჩრდილოეთის ნაკადების“ გაზსადენების მწყობრიდან გამოყვანის გეგმა, მაგრამ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მოთხოვნის შემდეგ სცადა დივერსიის შეჩერება. WSJ-ის ცნობით, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების იმდროინდელ სარდალს, ვალერი ზალუჟნის უბრძანა, შეეჩერებინა დივერსია, მაგრამ ზალუჟნიმ თითქოს უგულებელყო ბრძანება. 2022 წლის სექტემბერში, უკვე მილსადენების აფეთქების შემდეგ, ზალუჟნიმ აუხსნა ზელენსკის, რომ დივერსიული ჯგუფი მისიაში გაგზავნის შემდეგ კავშირის გარეშე დარჩა და ვერ მოხერხდა მათი შეკავება. გენერალმა ეს შეადარა გასროლილ ტორპედოს, წერს გაზეთი იმ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც ან მონაწილეობდნენ ოპერაციაში, ან უშუალო ინფორმაცია ჰქონდათ მის შესახებ. ყველა თანამოსაუბრემ თქვა, რომ მილსადენები იყო ლეგიტიმური სამიზნე უკრაინის თავდაცვითი ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ. WSJ-ის სტატიაში ნათქვამია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადების“ მწყობრიდან გამოყვანის ოპერაციის იდეა გაჩნდა 2022 წლის მაისში უკრაინელი ოფიცრებისა და ბიზნესმენების წვეულების დროს. ოპერაციის ღირებულებამ 300 ათასი დოლარი შეადგინა. ასევე ნახეთ გაზსადენ ”ჩრდილოეთის ნაკადის" აფეთქების ბრალდებით გერმანიამ უკრაინელი მოქალაქის დაპატიმრების ორდერი გასცა წყაროების ცნობით, „ჩრდილოეთის ნაკადების“ მწყობრიდან გამოყვანა უკრაინელმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს, ყველა შეთანხმება სიტყვიერად იქნა მიღწეული. ოპერაციას კურირებდა დაუსახელებელი გენერალი, რომელიც უშუალოდ ზალუჟნის ექვემდებარებოდა. გეგმის შემუშავებაში ასევე მონაწილეობდნენ სპეცრაზმის ოფიცრები, რომლებსაც ჰქონდათ გამოცდილება „სარისკო ფარული მისიების“ ორგანიზებაში, მათ შორის იყო უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილი პოლკოვნიკი რომან ჩერვინსკი, ნათქვამია სტატიაში. „ყოველთვის მეცინება, როცა მედიის სპეკულაციას ვკითხულობ რაღაც ფართომასშტაბიანი ოპერაციის შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ საიდუმლო სამსახურები, წყალქვეშა ნავები, დრონები და თანამგზავრები“, - განუცხადა გამოცემას შეთქმულებაში მონაწილე ერთ-ერთმა ოფიცერმა, „ეს ყველაფერი გაჩნდა ღამე ძლიერი სიმთვრალისა და ერთი მუჭა ადამიანების რკინისებური სიმტკიცის შედეგად. ადამიანებისა, რომლებსაც ეყოთ გამბედაობა, საკუთარი სიცოცხლის რისკზე წასულიყვნენ თავიანთი ქვეყნისთვის.“ უშუალოდ აფეთქებაში მონაწილეობა მიიღო ექვსკაციანმა გუნდმა - სამხედრო და სამოქალაქო მყვინთავებმა, წერს WSJ. მონაწილეებს შორის იყო მყვინთავი ქალი, „რომლის იქ ყოფნამ ხელი შეუწყო ილუზიის შექმნას, რომ ეს იყო მეგობრების ჯგუფი სასეირნო კრუიზზე“, - წერს გაზეთი. 2022 წლის სექტემბერში ჯგუფმა გერმანიის ქალაქ როსტ...