30 ოლქიდან 22-ში დელეგატები იქნებიან: მოქმედი დეპუტატები: დავით სონღულაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო; ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; ირაკლი შატაკიშვილი - რუსთავისა და გარდაბნის სოფლები; ზაურ დარგალი - მარნეული-გარდაბანი; ანტონ ობოლაშვილი - ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი; სამველ მანუკიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდა; დიმიტრი ხუნდაძე - მცხეთა-მთიანეთი; ზაალ დუგლაძე - ხაშური-ქარელი; ზაზა ლომინაძე - ქუთაისი; გივი ჭიჭინაძე - წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი; პაატა კვიჟინაძე - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული; გიორგი ხახუბია - ფოთი-ხობი-სენაკი; ვასილ ჩიგოგიძე - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური; გოჩა ენუქიძე - რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი; ანზორ ბოლქვაძე - ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო. საჯარო მოხელეები: დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მერი) - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა; ლადო ხინჩეგაშვილი (გორის მერი) - გორი-კასპი; ზვიად შალამბერიძე (გუბერნატორი) - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული; დათო კოდუა (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე) - ზუგდიდი. ბიზნესმენები: ილია ინჯია - მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ; გია ჭყონია - ქობულეთი. სხვა: არჩილ ბერიძე („ალილოს„ სოლისტი, მუსიკოსი) - ბათუმი. „ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობაც მოხვდება 2024 წლის საპარლამენტო სიაში. მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 სექტემბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. ...