„საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა [დახმარების] შეჩერებამ იმოქმედა საქართველოს სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე“, - აცნობეს რადიო თავისუფლებას საელჩოდან. გუშინ, 14 აგვისტოს კოალიცია „ერთიანობის“ წევრმა განაცხადა, რომ „აშშ-ს შეჩერებული აქვს დახმარება და ეს აპარატურა ახლა უპატრონოდ აგდია“. „ის, რაც ჩვენ უნდა მოგვხმარდეს, მოხმარდეს, მათ შორის, საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას, ეს ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად არის გაჩერებული“, - თქვა გია ჯაფარიძემ. შემოსავლების სამსახურმა, რომელსაც აშშ-ის საელჩომ გასულ წელს 300 000 აშშ დოლარის სამი სკანერი (RAPISCAN 628XR) გადასცა ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებისთვის და ასევე „ყაზბეგის“ გამშვები პუნქტისთვის, ამ საკითხზე განმარტება გაავრცელა. უწყებამ ყურადღება გაამახვილა ჯაფარიძის განცხადების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ტექნიკის „უყურადღებოდ მიტოვებას“ უკავშირდებოდა და თქვა, რომ „ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“. „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის“, - წერია „შემოსავლების სამსახურის“ განცხადებაში. три სკანერი, რომელიც ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო ვერ დამონტაჟდა, უკვე არის განთავსებული ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აერპორტებში. ამ სკანერების მნიშვნელობაზე საუბარია „შემოსავლების სამსახურის“ 2023 წლის ანგარიშშიც, რომელშიც ეწერა (გვ 54): „უნდა აღინიშნოს, რომ ინსპექტირების რენტგენოსკანერი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისათვის საუკეთესო მაღალტექნოლოგიური შენაძენია. შემოწმების ეს უახლესი სისტემა უნიკალური საშუალებაა მგზავრთა ბარგის სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის“. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას. სწორედ მას შემდეგ დაიწყეს პარტნიორმა საქართველოსთვის დახმარების შეჩერება. კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება. ასევე საუბარია იმ პროექტების შეჩერებაზე, რომლებსაც აშშ საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ახორციელებდა. ...