ანგარიშში საუბარია, რომ ქსელი მუშაობდა ყალბი ახალი ამბების მეშვეობით, რომელსაც ჰქონდა განსხვავებული ბრენდირება და ინდივიდუალურ სამიზნე ქვეყნებზე იყო ორიენტირებული. Meta აღნიშნავს, რომ ამ ანგარიშის წერის დროს ყალბი საინფორმაციო გვერდები აგრძელებენ პოლიტიკური "ახალი ამბების" გამოქვეყნებას ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. "საქართველოში ისინი ეხმაურებოდნენ ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებს "უცხოური აგენტების კანონზე", რითაც ისინი აკრიტიკებდნენ მომიტინგეებს და მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას "ქართულ ოცნებას", - ვკითხულობთ ანგარიშში. Meta-ს განცხადებით, არაავთენტური ქსელი იყენებდა ასევე YouTube-ს, Telegram-სა და TikTok-ს, რათა "უფრო ლეგიტიმური გამოჩენილიყო" და ამ პლატფორმებისა და მკვლევრების შემოწმებას გამკლავებოდა. Meta-ს ცნობითვე, ქსელის აღმოჩენაში მათ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED დაეხმარა. ასევე ნახეთ Meta-მ წაშალა მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული არაავთენტური ანგარიშების ქსელი ...