რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე პრემიერ-მინისტრის ბრძანება, რომელიც 14 აგვისტოს გამოიცა, შეეხება მხოლოდ იმ წვევამდელებს, რომლებიც საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობენ. დამატებით, ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ასეთი საგამონაკლისო წესი მოქმედებდა გასულ წლებშიც. 2024 წლის 14 აგვისტოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, „დანართით განსაზღვრულ წვევამდელებს“ სამხედრო სავალდებულო გაწვევა მომდევნო წლის 1 იანვრამდე გადაუვადდებათ. ამ ჩანაწერმა პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებებში ნაწილში გააჩინა განცდა, რომ გაწვევის გადავადება შეეხებოდა წვევამდელების დიდ ნაწილს. ...