14 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები დაეთანხმნენ საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რეგისტრაციაზე უარის თქმასთან ერთად, საკუთარი უფლებების დასაცავად ორგანიზაცია სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს. ასევე ნახეთ (არ) ვრეგისტრირდები - ვინ როგორ ცდილობს გადაურჩეს „აგენტების კანონს“ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებთან, რომლის აშენებასაც ცდილობს საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, თანასწორი მოპყრობის უფლებას და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს, გარანტირებულს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით. ეს კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას. კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. ასევე ნახეთ აშშ საქართველოს მთავრობას უჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტის დახმარებას ასევე ნახეთ „იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო ასევე ნახეთ დანიამ საქართველოს სამხედრო დახმარების ოთხწლიანი პროგრამა შეუჩერა - თეონა აქუბარდია „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების. ასევე ნახეთ პრეზიდენტის უპრეცედენტო სარჩელი - საკონსტიტუციო სასამართლოს 78-ე მუხლის შესაძლო დარღვევაზე მოუწევს მსჯელობა ასევე ნახეთ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთ საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანენ ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად ოპოზიციამ საკო...