კომუნიკაციების კომისიის დადგენილი პრაქტიკით, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომაც გაიზიარა, აკრძალულია არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსება. ამ წესის დარღვევისთვის ტელემაუწყებლებს სანქციებს უწესებენ. კომისიამ "მთავარი არხის" ეთერში გასული ორი ვიდეორგოლი შეისწავლა: პირველი „ეს ქვეყანა შენიას“ კამპანიის ფარგლებში დამზადებული ვიდეორგოლია, რომელშიც მოთხრობილია, როგორ უწყობს ხელს "რადიო მარნეული" ქვეყნის ევროინტეგრაციას. ვიდეორგოლი სრულდება სიტყვებით: „რამდენადაც მარტივია მაგალითების პოვნა, რა სიკეთე მოუტანა დასავლურმა ცოდნამ და დახმარებამ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, იმდენად მარტივია დანახვა, რა საფრთხე დაემუქრა საზოგადოების ყველა ნაწილს რუსული კანონის ამოქმედებით“. Embed share ვიდეორგოლი, რომლის გამოც მთავარი არხი დააჯარიმეს Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:01:01 0:00 მეორე ვიდეორგოლი თავად „მთავარი არხის“ დამზადებულია. მასში ნაჩვენები იყო „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე გადაღებული კადრები, ფონად კი ისმოდა ნიაზ დიასამიძის სიმღერა („ნიავი ცივის“). ვიდეორგოლის ბოლოს ჩნდებოდა წარწერა: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. Embed share ვიდეორგოლი, რომლის გამოც მთავარი არხი დააჯარიმეს Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:01:28 0:00 „თქვენს არხზე გასულ კლიპებში ნეგატიურად არის წარმოჩენილი მისი [„აგენტების კანონის“] ეფექტი... ამ კანონის სტიგმატიზება ხდება მისი რუსულ კანონად მოხსენიებით მაშინ, როცა მას ოფიციალურად ასე არ ჰქვია“, - უთხრა 14 აგვისტოს სხდომაზე კომისიის იურისტმა ირაკლი ბუთბაიამ „მთავარი არხის“ იურისტს, თამთა მურადაშვილს. სწორედ სტიგმატიზებაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები უარს ამბობენ „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირებაზე. ასევე ნახეთ (არ) ვრეგისტრირდები - ვინ რო...