ხორვატია 2025 წლის 1 იანვრიდან აღადგენს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, - ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება თავდაცვის მინისტრ ივან ანუშიჩზე დაყრდნობით, რომლის თანახმად სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ორი თვე იქნება. ხორვატიაში 2008 წელს გაუქმდა სავალდებულო სამხედრო სამსახური და ქვეყანა გადავიდა ნებაყოფლობითი სამსახურის ფორმაზე. ხორვატიის ტელეარხ RTL-თან ინტერვიუში, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სავალდებულო გაწვევის სისტემის აღდგენის ფონია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით გამოწვეული მზარდი დაძაბულობა ევროპაში და ბალკანეთის სახელმწიფოების სამხედრო სიძლიერის განვითარება. ინტერვიუში ანუშიჩმა აღნიშნა, რომ ახლა არ არის დრო, რომ მოხდეს ფულის დაზოგვა ხორვატიის არმიის მოდერნიზაციასა და აღჭურვაზე. „ეს არის მთავრობის პოზიცია, რადგან ის გარემოებები, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, არ გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ ეკონომია უსაფრთხოებაზე", - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის იგეგმება ანაზღაურების გაზრდა. მსგავს ზომებს ან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ფორმის აღდგენას განიხილავენ ევროპის სხვა ქვეყნებიც. კერძოდ, სამხედრო გაწვევა გასულ წელს აღადგინა ლატვიამ. ამ საკითხზე დებატები მიმდინარეობს გერმანიაში, საფრანგეთში, რუმინეთსა და სერბეთში. ასევე ნახეთ „ლატვიელი მზად უნდა იყოს, დაიცვას ქვეყანა და ოჯახი ნებისმიერი გზით“. ინტერვიუ ლატვიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ...