რუსული წყაროები იუწყებიან, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მდინარე სეიმზე მდებარე ხიდი კურსკის რაიონის სოფელ გლუშკოვოში, ასევე იერიში განხორციელდა სეიმზე მდებარე მეორე ხიდზე, მეზობელ სოფელ ზვანოეში. განადგურებული ხიდის სურათებს აქვეყნებენ რუსული ტელეგრამის არხები და სამხედრო უწყებასთან დაახლოებული ბლოგერები. три ხიდის განადგურება ტელეგრამის არხში რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა დაადასტურა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს “ტასსის” თანახმად ამ ინციდენტის გამო გლუშკოვსკის რაიონის ნაწილის ევაკუაცია შეწყდება. დიდი ალბათობით მდინარე სეიმზე გადებულ ხიდებს რუსული ჯარები ლოგისტიკურ მარშრუტებად იყენებენ. უკრაინულ მხარეს გლუშკოვის ხიდის შესაძლო აფეთქებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ...