კიევის მახლობლად დააკავეს გაწვევის ცენტრის ორი ხელმძღვანელი. ისინი ეჭვმიტანილი არიან, რომ წვევამდელებს ათავისუფლებდნენ არმიაში გაწვევისგან და ამისთვის ქრთამს იღებდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს გაავრცელეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, ბუჩასა და ბორისპოლში ოფისებსა და ბინებში ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებულია ფულის შეკვრები. არსებული მონაცემებით, გაწვევის ცენტრების ხელმძღვანელებმა და მათ სავარაუდო თანამოსაქმეებმა ასეთი მომსახურებისთვის მილიონ დოლარის აღება შეძლეს. გამომძიებლების თანახმად, გამწვევი პუნქტების ხელმძღვანელები გასცემდნენ ყალბს სამედიცინო ცნობებს, რითაც ახალგაზრდები სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებოდნენ და მომავალ რეგისტრაციასაც ირიდებდნენ თავიდან. მეტი ჯარისკაცის მობილიზაციის მიზნით, 3 აპრილს უკრაინაში მამაკაცების გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე შეამცირეს. ამჟამად უკრაინის არმიაში მებრძოლების საშუალო ასაკი 43 წელია, მაშინ როცა, ჟურნალ Time-ის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში უკრაინელი მეომრის საშუალო ასაკი ამაზე 10 წლით ნაკლები იყო. უკრაინაში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ეს ქვეყანა გაწვევის ასაკის ათასობით მოქალაქემ დატოვა. ასევე ნახეთ ზელენსკი: ათასობით ადამიანი ქრთამის გზით წავიდა საზღვარგარეთ, მოხელეები პასუხს აგებენ ...