ბირთვული უსაფრთხოების ვითარება უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უარესდება მას მერე, რაც სადგურის ტერიტორიაზე გზაზე დრონით თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ განაცხადა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ როსიმ. три იმის თაობაზე, რომ დრონმა ჭურვი ჩამოაგდო ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რუსეთის ტელეარხებიც იტყობინებოდნენ. ფოტოდან ჩანს, რომ ჭურვის სიმძლავრე არ იყო დიდი, ასფალტზე მხოლოდ რამდენიმე კვადრატულ სანტიმეტრიანი ღრმულია. უკრაინას და რუსეთის მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ასევე ნახეთ ახალი ჩერნობილის საფრთხე - ატომური სადგურები ფრონტის მახლობლად ...