მოსკოვის პოლიციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის მედიაში 18 აგვისტოს გავრცელდა ცნობები, რომ შაბათ-კვირას ჩატარებული საპოლიციო რეიდების შემდეგ, გაწვევის ცენტრებში ათობით მიგრანტი მუშა დაიბარეს. რეიდების მიზანი იყო უკანონო მიგრანტების გამოვლენა და იმის შემოწმება, შესრულებული აქვთ თუ არა რუსეთში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩასულ, ამჟამად რუსეთის პასპორტის მფლობელ პირებს ახლახან მიღებული კანონი, რომელიც ახალ მოქალაქეებს სამხედრო რეგისტრაციის ვალდებულებას აკისრებს. იანვრის შემდეგ მთელი რუსეთის მასშტაბით გახშირდა საპოლიციო რეიდები შრომით მიგრანტებზე შუა აზიის ქვეყნებიდან. დაკავებული მიგრანტების ნაწილი იძულებით მიიყვანეს გაწვევის ცენტრებში, სადაც ასევე იძულებით მოაწერინეს ხელი კონტრაქტებზე უკრაინაში მიმდინარე ომში გაგზავნის მიზნით. ასევე ნახეთ რუსეთი შრომითი მიგრანტების რაოდენობის შემცირებას ცდილობს ჯარში მათი გაგზავნით ...