მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს პიანისტი ლევან შენგელია. ის 1969 წლის 6 მაისს დაიბადა სამტრედიაში. სრულიად ახალგაზრდა წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ მოღვაწეობდა. პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში. მის პროექტებს შორის გამორჩეულია მუსიკალური საღამოები „ჯადოსნური ღამე“, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად იმართებოდა. იგი ასევე ასწავლიდა ნიუ-იორკის საფორტეპიანო სასწავლებელსა (Piano School of New York City) და ანსელმოს მუსიკისა და ხელოვნების აკადემიაში (Anselmo Academy of Music and the Arts). იყო ანსამბლ „საუნჯის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. ლევან შენგელია მძიმე ავადმყოფობის შედეგად 14 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი 55 წლის იყო. ...