რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა კონტროლი დააწესეს დონეცკის ოლქის ქალაქის ტიპის დასახლება ნიუ-იორკზე. უკრაინის მედიასაშუალებები უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ უკრაინის არმია ჯერ კიდევ იცავს დასახლების ჩრდილოეთ ნაწილს. მის შემოგარენში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. ასევე ნახეთ რატომ არ წყდება რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდება უკრაინის გავლით? ნიუ-იორკი ტორეცკის გარეუბანია, რომელზე იერიშსაც რუსეთის არმია უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მას მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კვანძად მიიჩნევს. უკრაინული პროექტის, DeepState-ის რუკაზე ნიუ-იორკის ჩრდილოეთში მდებარე მცირე ნაწილები რუხ ზონად რჩება. შეიარაღებულ ძალებში „უკრაინსკა პრავდას“ წყარომ თქვა: „ჩვენები არიან ნიუ-იორკში, დაცვა გვიჭირავს. ვაკონტროლებთ დაახლოებით 20%-ს. რუსები დიდი რაოდენობის რეზერვის ხარჯზე მოდიან წინ. ჩვენ ვხოცავთ, ისინი მოდიან. ჩვენ, სამწუხაროდ, ასეთი რეზერვები არ გაგვაჩნია“. ნიუ-იორკი, რომელსაც 2021 წლამდე ნოვგოროდსკოე ეწოდებოდა, ტორეცკის სამხრეთით მდებარეობს. როგორც RBK აღნიშნავს, ორი წლის განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს შორის, რომლების მახლობლადაც შეხების ხაზი ფაქტობრივად არ შეცვლილა მთელი ომის განმავლობაში. ასევე ნახეთ ვაკო სულაძე: "მტერმა გუშინ თანამებრძოლი მოგვიკლა. ბრძოლები ბახმუტის მიმართულებით არ წყდება" ...