გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 21 აგვისტოს სტუმრობს მოლდოვას, სადაც ორმხრივი ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ მაია სანდუსთან და პრემიერ-მინისტრ დორინ რუჩანთან. "განხილული იქნება ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გავლენა მოლდოვის რესპუბლიკაზე", - წერს გერმანიის მთავრობა განცხადებაში და დასძენს, რომ შეხვედრებზე ასევე ისაუბრებენ ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების პროცესზე და ამ პროცესში კიშინიოვის მიმართ ბერლინის მხარდაჭერაზე. მოლდოვა მტკიცედ დგას დასავლეთის მხარეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაგმობის საკითხში. მან ათიათასობით უკრაინელ ლტოლვილს მისცა თავშესაფარი. ასევე ნახეთ მოლდოვა, საქართველოს მსგავსად, ოქტომბრისთვის ემზადება - რატომ აქებს დასავლეთი კიშინიოვს და აკრიტიკებს თბილისს? ...