უკრაინის პარლამენტმა 21 აგვისტოს მოახდინა რატიფიცირება რომის წესდებისა, რომელიც არის ფუძემდებლური ხელშეკრულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) - აცხადებენ პარლამენტარები იაროსლავ ჟელეზნიაკი და ოლექსი ჰონჩარენკო. მათი თქმით, რომის სტატუტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 281-მა დეპუტატმა. უკრაინამ რომის წესდებას ხელი 2000 წლის იანვარში მოაწერა, თუმცა ის რატიფიცირებული არ ჰქონდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს 15 აგვისტოს მიმართა რატიფიკაციის წინადადებით - რაც წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. რატიფიკაცია გააძლიერებს ICC-ის ეფექტიანობას "უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე" მუშაობაში, ამბობს პრეზიდენტის თანაშემწე ირინა მუდრა. ასევე ნახეთ უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას აპირებს ...