კობახიძემ აღნიშნა მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და ასევე დაამატა, რომ "კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი". "თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები. იცით, რომ მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არის მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე იცით, რა ხდება მსოფლიოში და იცით ასევე ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი. შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელსაც მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური. [...] თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში - ეს ერთი და იცით ასევე, რომ დღევანდელი ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი", - თქვა კობახიძემ. მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ტრიბუნიდან მიმართა, რომელიც, სავარაუდოდ, დაჯავშნილი მინებით იყო დაცული. три 24 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოში იგეგმებოდა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა. „ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა“, - წერია სუსის განცხადებაში. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. სუსი „იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“. ასევე ნახეთ "მზადდებოდა მკვლელობა" - რას იძიებს თბილისი და რას ამბობს მოსკოვი ...