დღეს, 22 აგვისტოს, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის იმ რაიონზე, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. ცნობები, რომ მარინოვკის რაიონში, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, გამთენიისას აფეთქებები იყო, თავდაპირველად რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა. დილით რუსეთის სახელმწიფო მედიით გამოქვეყნდა ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის განცხადება, რომ თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მარინოვკის რაიონში „მოიგერიეს“ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა და მათი „დიდი ნაწილი განადგურებულია“. ამასთან, ბოჩაროვის თანახმად, დრონის ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია „თავდაცვის სამინისტროს ობიექტზე“. გუბერნატორს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია. მისივე ცნობით, მსხვერპლი არ არის. თავის ობიექტზე არაფერი უთქვამს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომლის მიერ დილით გამოქვეყნებული ზოგადი ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ვოლგოგრადის ოლქში 13 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ოლქის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა ვოლგოგრადის აეროპორტმა. ასევე ნახეთ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის ცნობით, რუსეთში სამ სამხედრო ობიექტს შეუტიეს ქალაქ ვოლგოგრადიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ მარინოვკაში მდებარე სამხედრო აეროდრომზე, რუსული წყაროების თანახმად, სუ-24 ტიპის მზვერავი თვითმფრინავებია დისლოცირებული. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტოს(NASA) ხანძრების მონაცემთა სისტემაზე დაყრდნობით წერს, რომ 22 აგვისტოს მარინოვკის აეროდრომის ტერიტორიაზე რამდენიმე ხანძარი იყო უკრაინას ამ აეროდრომზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ...