სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კაცი ცოლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, მოითხოვდა აღარ ემუშავა და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. არსებული კონფლიქტის გამო ქალი მას გაშორდა. „მიუხედავად ამისა, 2024 წლის 24 ივლისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ციხისძირში, საავტომობილო გზაზე, სამართალდამცავი ავტომანქანით ყოფილ მეუღლეს დაედევნა და შეჩერება მოსთხოვა, რის შემდეგაც ავტომანქანაში მყოფ დაზარალებულთან მივიდა და პირსინგის ახევით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რის შემდეგაც ქალს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა“, - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ცნობაში. დაკავებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ მუქარა. ...