ჟურნალისტს აინტერესებდა, იგულისხმება თუ არა ევროინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერი იმ ოთხი მიზეზიდან ერთ-ერთში, რომელთა გამოც სურს „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. „ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 78-ე მუხლის ამოღება არ იგულისხმება. არც შესწორება. იგულისხმება სხვა რამ, რომელსაც დავაკონკრეტებთ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. 20 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა ოთხი მიზეზი, რომელთა გამოც სურს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში. ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ ასახელებს ოთხ მიზეზს, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება უნდა მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება 5%-იანი ბარიერით. ამ ეტაპამდე ჩატარებული არცერთი კვლევით არ დასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 150 მანდატიდან 113-ის მიღებაა საჭირო. ...