ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ისტორიული ვიზიტით ჩავიდა კიევში, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს შეხვედრას მიმდინარე ომის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებზე. "ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკვე კიევშია", - წერს ტელეგრამში უკრაინელი დეპუტატი ოლექსი ჰონჩარენკო. უკრაინაში ჩასვლამდე მოდი იმყოფებოდა პოლონეთში, სადაც 22 აგვისტოს მოსკოვს და კიევს მოუწოდა, "რაც შეიძლება სწრაფად" გამონახონ გზა მშვიდობისკენ. მოდის ჩასვლა ინდოელი ლიდერის პირველი ვიზიტია კიევში მას მერე, რაც ორმა ქვეყანამ 30 წელზე დიდი ხნის წინ დაამყარა დიპლომატიური კავშირები. მოდი ამბობს, რომ ასევე აპირებს განიხილოს "ინდოეთის და უკრაინის მეგობრობის გაღრმავება". ინდოეთის პრემიერი თვე-ნახევრის წინ მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. კიევი და მისი დასავლელი პარტნიორები საკმაოდ უხეშად გამოეხმაურნენ მოდის მოსკოვში ვიზიტს. მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ასევე ნახეთ უკრაინა ადასტურებს, რომ 23 აგვისტოს იქ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ჩავა ...