ნატომ "პოტენციური საფრთხის" გამო გააძლიერა უსაფრთხოების ზომები თავის საჰაერო ბაზაზე დასავლეთ გერმანიის ქალაქ გაილენკირხენში, ნიდერლანდის საზღვრის ახლოს. ალიანსის საჰაერო გაფრთხილების და კონტროლის სისტემა, ანუ AWACS-ი, პლატფორმა X-ზე 23 აგვისტოს აცხადებს, რომ სახლში გაიგზავნნენ ის თანამშრომლები, რომელთა ადგილზე ყოფნაც არ იყო აუცილებელი. "გაილენკირხენში ნატოს საჰაერო ბაზაზე გავაძლიერეთ უსაფრთხოების დონე სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც პოტენციურ საფრთხეზე მიუთითებდა", - აცხადებს AWACS-ი. გაილენკირხენის ბაზაზე განთავსებულია ნატოს AWACS-ის თვითმფრინავები. "შეჭრისა და საბოტაჟის შესახებ ეჭვის" გამო გასულ კვირაში ჩაიკეტა გერმანიის სამხედრო ბაზა კიოლნთან. ასევე ნახეთ აშშ-ის რაკეტების განლაგება გერმანიაში აუცილებელია „პუტინის შესაკავებლად“ - ანალენა ბერბოკი ...