მოსკოვის სასამართლომ 23 აგვისტოს გასცა YouTube-ის არხის, Navalny LIVE-ის პროდიუსერის, ნინა ვოლოხონსკაიას დაპატიმრების ორდერი. ნინა ვოლოხონსკაია ამჟამად რუსეთში არ იმყოფება. აგვისტოს შუა რიცხვებში ვოლოხონსკაია რუსეთის ძებნილთა სიაში შეიყვანეს - ექსტრემისტული ჯგუფის მოქმედებებში მონაწილეობის მიღების ბრალდების საფუძველზე. აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ორგანიზაციები და პროექტები რუსეთში 2021 წლის ივნისში გამოაცხადეს ექსტრემისტულად და აკრძალეს. დაპატიმრების და ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ვოლოხონსკაიას ექვს წლამდე ემუქრება პატიმრობა. კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი თებერვალში არქტიკაში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. ნავალნის მოკავშირეები და მხარდამჭერები მის სიკვდილში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ადანაშაულებენ. ასევე ნახეთ ალექსეი ნავალნის ქვრივმა მიიღო "პირველი და ერთადერთი" ოფიციალური დოკუმენტი ქმრის გარდაცვალების მიზეზისა და გარემოებების შესახებ ...