„დღეს ვაანონსებთ ახალი პოლიტიკური ერთობის, ძალის, ჩართვას წინასაარჩევნო კამპანიაში. „ჩვენ“ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან და იბრძოლებენ საქართველოსთვის“, - თქვა დავით ქაცარავამ. პარტიის წევრებს შორის არიან: ხატია ბაკურაძე - "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი მონაწილე; კახა გოგიძე - მსახიობი, რეჟისორი; ლაშა ქვლივიძე - აქტივისტი; მიხეილ რამიშვილი - ადვოკატი; გიგიშა პატარიძე - პოლიტოლოგი; აკია ბარბაქაძე - სამხედრო ექსპერტი. მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს, პარტიების ნაწილი არჩევნებზე ერთიანი სიით გავა. ...