უკრაინაში აშშ-ის საელჩო თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს საშიშროებაზე, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, მოსალოდნელია რუსეთის საჰაერო თავდასხმების გახშირება. უკრაინა ამ დღის აღსანიშნავად ემზადება. საელჩოს შეფასებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, “მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში და შაბათ-კვირას, როგორც დღისით, ისე ღამით, მთელი უკრაინის მასშტაბით გაზრდილია რუსული დრონებით შეტევებისა და სარაკეტო თავდასხმების რისკი.” 24 აგვისტოს უკრაინა საბჭოთა კავშირისგან გამოყოფის, დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავს აღნიშნავს. ასევე ნახეთ უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო ...