ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა სოფელ დუისის პოლიციის შენობასაც. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები. დაზიანებულია ავტომობილებიც. ახმეტის მერის ალექსი ფიცხელაურის თქმით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები რის გამოც ახმეტის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. “სტიქიისგან მიყენებული ზარალის კონკრეტული მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე ვმუშაობთ და ვსწავლობთ მდგომარეობას. სოფლებში სახლებს სახურავები აქვს გადახდილი. დაგლეჯილია ხეებიც. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა”, - განაცხადა ახმეტის მერმა. უამინდობამ პრობლემები შექმნა კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი თელავში ასობით ოჯახი. ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა პანკისი - ახმეტა-თელავის გზაზე. ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები. ...