უკრაინაში 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ, რომელიც მიმდინარე წელს ასევე ეხმიანება ტრაგიკულ თარიღს - 30 თვის გასვლას რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრიდან. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხის გმირულ წინააღმდეგობას რუსეთის აგრესიის მიმართ. "დამოუკიდებლობა ყოველ ჩვენგანშია. და გაერთიანებული ძალებით, გამარჯვებას შევძლებთ... ჩვენ მტერს გავუძელით, შევბოჭეთ და ვაიძულეთ უკან დაეხია, და ახლა მისსავე ჭაობისკენ ვდევნით. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რაოდენ რთულია მისი აღდგენა, რაოდენ რთულია მისი დაცვა. მაგრამ ასევე ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული" - თქვა ზელენსკიმ. დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ფონია უკრაინის ძალების მხრიდან მოულოდნელი შეჭრა რუსეთის კურსკის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და სადაც კიევი ამჟამად 1260 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებას აკონტროლებს. უკრაინის განცხადებით, ეს შეჭრა - რომელიც რუსეთის მმართველი ელიტისთვის შოკისმომგვრელი მოულოდნელობა იყო - ემსახურება ბუფერული ზონის შექმნას, რომელმაც უნდა აღკვეთოს მოსკოვის მხრიდან საზღვრის მეორე მხრიდან განხორციელებული თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო არეალებსა და ინფრასტრუქტურაზე. ასევე ნახეთ ზურაბიშვილი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ...