ვენესუელაში პროკურორებმა 26 აგვისტოს გამოიძახეს და დაკითხეს ოპოზიციის ლიდერი, ედმუნდო გონზალეს ურუტია, რაც იყო ნაწილი სისხლის სამართლის საქმისა, რომელიც აღიძრა კამათის საგნად გადაქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნებში გამარჯვებულად თავი გამოაცხადა ქვეყნის ლიდერმა, ნიკოლას მადურომ. გამოძიება შეისწავლის ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას - ამ შედეგების თანახმად, მადურო კენჭისყრაში აშკარად დამარცხდა. ოფიციალურმა საარჩევნო საბჭომ მადურო 28 ივლისს გამოაცხადა გამარჯვებულად, ხმათა 52 პროცენტის საფუძველზე - თუმცა, საბჭომ უარი თქვა დეტალური შედეგების გამოქვეყნებაზე. ასევე ნახეთ ევროკავშირი არ აღიარებს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგს ...