სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიჭრა უკრაინის ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში, რუსეთის მხრიდან ღამის განმავლობაში რაკეტებით და დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად - აცხადებენ ადგილობრივი ოფიციალური პირები 25 აგვისტოს. პარალელურად, რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად. რუსეთმა ღამის განმავლობაში რამდენიმე თავდასხმა განახორციელა უკრაინის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებზე, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იარაღის უმეტესობა გაანადგურეს მანამ, სანამ სამიზნეებს მიაღწევდნენ - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები. "რაკეტების უმრავლესობამ სამიზნეებს ვერ მიაღზია" - წერს საჰაერო ძალები ტელეგრამით და დასძენს, რომ რუსეთმა გაუშვა Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა, Iskander-K-ის ტიპის საკრუიზო რაკეტა და ექვსი მართვადი საჰაერო რაკეტა. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის რამდენი რაკეტა იქნა განადგურებული. ასევე ნახეთ უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევას ხანძარი მოჰყვა რუსეთში, ვორონეჟის იარაღის საწყობში ...