„უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეიმუშავეს როგორც ყირიმის დაბრუნების, ასევე ქერჩის ხიდის დანგრევის გეგმა“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა. მისი თქმით, ანექსირებული ნახევარკუნძული რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სამხედრო ლოგისტიკისა და მომარაგების თვალსაზრისით, ვინაიდან რუსული არმია ნახევარკუნძულს სამხედრო ბაზად იყენებს. „ჩვენ ყველას გვსურს დავხედოთ საათს და ვთქვათ, რომ ყირიმის ხიდი კიდევ 15 წუთი იცოცხლებს, მაგრამ რეალობა უფრო რთულია, ”- განაცხადა ანდრეი იუსოვმა KIEV24-ის ეთერში. ასევე ნახეთ „ყირიმის ხიდის აფეთქებას პასუხი მოჰყვება“- ვლადიმირ პუტინი იუსოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს აქვთ გეგმა აღადგინონ კონტროლი ყირიმზე და გაანადგურონ ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიასთან დამაკავშირებელი ქერჩის ხიდი. ამასთან, მისივე თქმით, დეტალები არ გახმაურდება, რათა ხელი არ შეეშალოს ოპერაციების ეფექტიანობას. ქერჩის ხიდი უზრუნველყოფს ძირითად ტრაფიკს ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიას შორის. ხიდი ასევე გამოიყენება ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე სამხედრო მომარაგებისთვის. ...