ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პრევენციულმა დარტყმებმა - რომლებიც განხორციელდა სამხრეთ ლიბანში, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰეზბოლას სამიზნეებზე - ჰეზბოლას საშუალება არ მისცა ესროლა "ათასობით რაკეტა". ჰეზბოლამ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ რაკეტების და დრონების რიგი გაუშვა ისრაელში მდებარე სამიზნეებზე, მას მერე, რაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა პრევენციული დარტყმები განახორციელეს, რომლითაც, როგორც ჩანს, შემცირდა ამ, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის თავდასხმის მასშტაბი. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, 100-მდე საბრძოლო თვითმფრინავმა გაანადგურა ჰეზბოლას ათასობით სარაკეტო დანადგარი, რომლებიც ჩრდილოეთ და ცენტრალური ისრაელის მიმართულებით "დაუყოვნებელი ცეცხლისთვის" იყვნენ მზად. ჰეზბოლა გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ეს თავდასხმა იყო "პირველი ფაზა" შურისძიებისა ჯგუფის მეთაურის, ფუად შუკრის მოკვლის გამო 30 ივლისს, ისრაელის მხრიდან ბეირუთზე განხორციელებული იერიშის შედეგად. ჰეზბოლა აცხადებს, რომ ოპერაცია "წარმატებით დასრულდა". ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოაცხადა 48 საათის განმავლობაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა. ასევე ნახეთ ისრაელმა იერიში მიიტანა ლიბანის ტერიტორიაზე ...