"არც ერთი ქრისტიანული ეკლესია არ შეიძლება აიკრძალოს, პირდაპირ ან ირიბად. ეკლესიებს არავინ უნდა შეეხოს" - თქვა პაპმა ყოველკვირეულ ლოცვაში, ერთ დღეში მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა რუსეთთან კავშირების მქონე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ქმედებების აკრძალვის კანონს. "როცა ვფიქრობ უკრაინაში ახლახან მიღებულ კანონზე, მე ვშიშობ მათ თავისუფლებაზე, ვინც ლოცულობს" - თქვა ფრანცისკემ. "ადამიანი ლოცვით ბოროტებას არ სჩადის. თუკი ვინმე თავის ხალხის მიმართ სჩადის ბოროტებას, იგი დამნაშავეა. მაგრამ მას არ შეიძლება ლოცვით ჰქონდეს გაკეთებული რაიმე ცუდი" - უთხრა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს. ასევე ნახეთ ზელენსკიმ ხელი მოაწერა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის მქონე ორგანიზაციათა აკრძალვის კანონს ასევე ნახეთ უკრაინაში პრორუსული ეკლესიის აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზია სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ...