სააგენტო Reuters-ი მოგვიანებით იუწყებოდა, რომ სასტუმრო "საფირში" მისი თანამშრომლები ცხოვრობდნენ, ექვსი პირი. მათგან ოთხმა ჭრილობები მიიღო დარტყმის შედეგად, აქედან ორი საავადმყოფოში მოხვდა. სააგენტოს კიდევ ერთი კორესპონდენტი დაკარგულია, ის, შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი. ჟურნალისტების სახელებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ, იუწყებიან, რომ საქმე ეხება აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, ლატვიის და უკრაინის მოქალაქეებს. სასტუმროს ორსართულიანი შენობა ნაწილობრივ დანგრეულია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. უკრაინის პროკურატურის ცნობით, დარტყმა, როგორც სჩანს, განხორციელდა რუსეთის Iskander-M-ის ტიპის რაკეტით. რუსეთის სამხედრო უწყებებს ამ ცნობებზე განცხადება არ გაუკეთებიათ. ასევე ნახეთ 9 ადამიანი დაიჭრა უკრაინაში რუსეთის იერიშით, 5 სამოქალაქო პირი დაიღუპა ბელგოროდში, უკრაინის თავდასხმის შედეგად ...