ისრაელი აცხადებს, რომ პრევენციული საჰაერო დარტყმები განახორციელა ირანის მხრიდან მხარდაჭერილი ჰეზბოლას სამიზნეებზე სამხრეთ ლიბანში - მას შემდეგ, რაც ისრაელის დაზვერვამ მოიპოვა ცნობები, რომ ჰეზბოლა დილით თავდასხმის მოსაწყობად ემზადებოდა. ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ მოგვიანებით განაცხადა, რომ თავდასხმებით - რომლებშიც არ გამოუყენებიათ მაღალი სიზუსტის ან სტრატეგიული რაკეტები - მიზანში ამოიღეს "გილიოტის ბაზა, ანუ ისრაელის სამხედრო დაზვერვის მთავარი ბაზა" თელ-ავივთან ახლოს, 100-მდე კილომეტრის მოშორებით სამხრეთ ლიბანის საზღვრიდან. ნასრალამ სატელევიზიო გამოსვლაში დასძინა, რომ ისრაელმა ჰეზბოლას სამიზნეებს ცეცხლი გაუხსნა დაახლოებით 30 წუთით ადრე მანამ, სანამ ჯგუფი განახორციელებდა შეტევას, მისი ერთ-ერთი მეთაურის მკვლელობის პასუხად. ნასრალას და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისადმი მიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელის პრევენციული ოპერაცია იყო "კიდევ ერთი ნაბიჯი, გადადგმული ვითარების შეცვლისთვის ჩრდილოეთში და ჩვენი მაცხოვრებლების სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის". ჩრდილოეთ ისრაელში ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის თავდასხმების ფონზე - ეს თავდასხმები გახშირდა ღაზაში ომის დაწყების შემდეგ. 25 აგვისტოს თავდასხმები განხორციელდა ათასობით რაკეტითა და დრონით, რამაც გაზარდა შიში ომის ესკალაციაზე. თუმცა, როგორც ჰეზბოლას წარმომადგენელი წერილობით განცხადებაში ამბობს, ჯგუფმა "იმუშავა" იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს თავდასხმა არ გადაზრდილიყო სრულმასშტაბიან ომში. ასევე ნახეთ ისრაელის განცხადებით, პრევენციულმა დარტყმამ აღკვეთა "ათასობით" რაკეტა ჰეზბოლას მხრიდან ...