„ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით და თქვენ იცით, რომ ჩვენი გმირი მეფე ერეკლე მეორე არის ამ თვალსაზრისით გამორჩეული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ძეგლის ესკიზი მერაბ მერაბიშვილს ეკუთვნის. მისივე ესკიზითაა დამზადებული ერეკლე მეორის კიდევ ერთი ძეგლი, რომელიც თელავში 1971 წელს აღიმართა. ...