აქციის მონაწილეებმა რკინიგზის ლიანდაგები გადაკეტეს და ხელი შეუშალეს ავტობუსების მოძრაობას ინდოეთის ბენგალიის შტატში. საპროტესტო აქციებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც პოლიციამ დემონსტრანტების დაშლისას ცრემლსადენი აირი გამოიყენა. პოლიციის განცხადებით, ძალადობის აღსაკვეთად მობილიზებული იყო ხუთი ათასი სამართალდამცველი. აქციები ინდოეთში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, შტატის დედაქალაქ კოლკატის საავადმყოფოში 31 წლის ექიმი ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის შემდეგ. აქციის მონაწილეები, რომელთა უმრავლესობა სტუდენტია, ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს. ინდოეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები ყველაზე მასშტაბურია 2012 წელს დელისკენ მიმავალ ავტობუსში 23 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურების შემდეგ. აქტივისტების განცხადებით, კანონების გამკაცრების მიუხედავად, ინდოეთში ძალიან მაღალია ქალთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული. დანაშაულში ბრალდებული პოლიციის მოხალისე დაკავებულია. გამოძიება ფედერალურმა პოლიციამ დაიწყო. ...