მოსკოვში გარდაიცვალა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ლაზერული ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი სერგეი ბაგაევი. 2022 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თაღლითობის ბრალდებით. „მოგვიანებით საქმე დაიხურა ისე, რომ გამოძიებას მეცნიერისთვის ბოდიში არ მოუხდია, როგორც ამას კანონი მოითხოვს“, - იუწყება რადიო თავისუფლების პროექტი Sibir.Realii. 82 წლის ბაგაევი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაფუძნებულ ინსტიტუტს. მეცნიერი ეწეოდა ფუნდამენტურ კვლევებს კვანტური ელექტრონიკისა და ლაზერული ფიზიკის დარგში, მათ შორის ზემაღალი გარჩევადობის ლაზერული სპექტროსკოპიის, ოპტიკური სიხშირისა და დროის სტანდარტების სფეროში, ექსტრემალური ინტენსივობის სტაბილური ულტრამოკლე ლაზერული იმპულსების გენერირებაში. 2022 წელს აკადემიკოს ბაგაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თაღლითობის ბრალდებით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა საეჭვოდ მიიჩნიეს 2 მილიონი რუბლის (დაახლოებით 22 ათასი აშშ დოლარი) ღირებულების კონტრაქტი, რომელიც ინსტიტუტმა 2017 წელს გააფორმა თავის შვილობილ კომპანიასთან, დარგთაშორის სამეცნიერო-ტექნიკურ ასოციაცია „ციმბირის ლაზერულ ცენტრთან“. კონტრაქტი ეხებოდა ლაზერის ოპტიკური სისტემის შემუშავებასა და აწყობას. 2023 წელს ბაგაევის წინააღმდეგ საქმე გამოძიების ეტაპზე დაიხურა, დანაშაულის მტკიცებულებების არარსებობის გამო. ასევე ნახეთ რუსეთში ღალატში ეჭვმიტანილია კიდევ ერთი ნოვოსიბირსკელი მეცნიერი გამოძიება ვარაუდობდა, რომ ხელშეკრულება ფიქციური იყო, ვინაიდან მის ფარგლებში ყველა სამუშაოს ახორციელებდნენ ინსტიტუტის თანამშრომლები, ინსტიტუტის შენობისა და ინსტიტუტის მოწყობილობებით. ამ ეპიზოდის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ლაზერული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის, ალექსეი ტაიჩენაჩოვის წინააღმდეგაც, რომელიც ეჭვმიტანილია „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“. გამოძიების თქმით, ინსტიტუტის დირექტორის განკარგულებით, იმ თანამშრომლებს, რომლებიც სერგეი ბაგაევთან პირველი ფორმის დაშვების სახელმწიფო საიდუმლოებაზე მუშაობდნენ, ხელფასები 75%-ით გაეზარდათ. 2021 წლის 15 ოქტომბერს ამ საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა ლაზერული ფიზიკის ინსტიტუტში. აკადემიკოს ბაგაევის წინააღმდეგ აღძრული საქმე გამოძიების ეტაპზე დაიხურა 2023 წელს, დანაშაულის მტკიცებულებების არარსებობის გამო. ადვოკატ გენადი შიშებაროვის თქმით, ბაგაევს ჰქონდა რეაბილიტაციის უფლება, თუმცა გამოძიებისგან ბოდიშის მოხდას ვერ ეღირსა. „პროკურორმა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და რუსეთის გენერალური პროკურატურის 2013 წლის მითითების დარღვევით, ბოდიში არ მოიხადა“, - განაცხადა ადვოკატმა ბაგაევის გარდაცვალების შემდეგ. 1992 წლიდან 2016 წლამდე სერგეი ბაგაევი ...