სასამართლო სხდომის პირდაპირ ეთერში ნახვა შეგიძლიათ რადიო თავისუფლების Facebook და Youtube გვერდებზე. три სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი: პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას; მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ჩანაწერს. 122 მოსარჩელე, რომელთა შორისაც არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, აცხადებს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება გაერთიანებების შექმნის შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს. 38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს კანონის რამდენიმე მუხლს, რადგან მიაჩნია, რომ ირღვევა გაერთიანების შექმნის უფლება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მთლიანად კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს. ორი მედიაორგანიზაცია - „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“) - მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს თანასწორობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებასა და გაერთიანების შექმნის უფლებას. მოსარჩელეებს სასამართლოში წარმოადგენენ: საქართველოს პრეზიდენტს - კახი სამხარაძე (სახელმწიფო სამართლის სპეციალისტი), ზურაბ მაჭარაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ეკა ბესელია (ყოფილი პარლამენტარი) და გიორგი ბურჯანაძე (სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე); არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს - გიორგი დავითური (IDFI), ქეთევან იმერლიშვილი (საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე); პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს - მოქმედი დეპუტატები თამარ კორძაია („ერთიანობა“), ანა ნაცვლიშვილი („ლელო“ - „ძლიერი საქართველო“), სალომე რურუა და თამუნა მენაბდე; „სტუდია მონიტორსა“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელს“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“) - ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი. ასევე ნახეთ ცნობილია, ვინ იმუშავებს „აგენტების კანონის“ აღსრულებაზე საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას. ასევე ნახეთ იუსტიციის სამინისტრომ აამოქმედა „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრის“ ვებგვერდი კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარე...