საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა საქართველოში არსებულ ვითარებას. მისი სიტყევბით შეხვედრაზე საკითხს მოკლედ შეეხნენ. "ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ ამ ქვეყნის ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება“, - თქვა ბორელმა. ასევე ნახეთ ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს, არ აკრძალოს ოპოზიციური პარტიები - Politico მაისში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ - 84 ხმით მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონპროექტის მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა კანონის მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა. 2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ამასთან, მას განუსაზღვრეს ცხრა ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც საჭიროა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ივლისის დასაწყისში ევროკავშირის ელჩა პაველ ჰერჩისნკიმ თქვა რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია. ...